გურია. 25 ნოემბერს, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ახალგაზრდული ცენტრის წევრების ინიციატივით ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
„ახალგაზრდებმა მოიძიეს საზოგადოებაში გავრცელებული გენდერული სტერეოტიპები, რომლებიც ხშირად ძალადობის მიზეზი ხდება. სტერეოტიპული ფრაზები დაბეჭდეს და წამოიწყეს კამპანია #ვამსხვრევსტერეოტიპს. გაერომ გენერალური ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე მიღებული რეზოლუციით 25 ნოემბერი ქალების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)