თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) MONEYVAL– ის შეფასება საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ.
„საქართველოში ფულის გათეთრების რისკები დიდი ხანია არსებობს და წარმოადგენს როგორც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების, ისე სტრატეგიული პარტნიორების განხილვის საგანს. აღნიშნული საკითხი წლების განმავლობაში ექცეოდა ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) სახელმწიფო დეპარტამენტის ყურადღების ქვეშ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშის თანახმად, საბანკო თაღლითობა და კიბერდანაშაული საქართველოში უკანონო შემოსავლების მიღების მნიშვნელოვანი წყაროა, ხოლო მასობრივი მარკეტინგული თაღლითობისთვის ასევე გამოიყენება სოციალური ინჟინერიის სქემები. საქართველოში არსებული ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც შორს არის განვითარებული ეკონომიკისაგან, ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს ფულის გათეთრებისთვის. ამავდროულად, შემაშფოთებელია აზარტული თამაშების ინდუსტრიის, მათ შორის, ინტერნეტ თამაშების, უკონტროლო ზრდა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)