თბილისი. ომბუდსმენის აპარატმა სპეციალური ანგარიში ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმის ფარგლებში შეიმუშავა.
დოკუმენტში გაანალიზებულია 2018 წელს ჩადენილი დანაშაულები.
„მონიტორინგის მიზანია გააანალიზოს ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების, მკვლელობის მცდელობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის თითოეული საქმე, რათა გამოავლინოს ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვის მექანიზმის ხარვეზები, შემდგომში ამ მექანიზმების დასახვეწად და განსავითარებლად. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს მომხდარი ფემიციდის და ფემიციდის მცდელობის საქმეები 5 წლიანი მონიტორინგის ანგარიშის ფარგლებში გაანალიზდა, ბოლო პერიოდის ტენდენციების გათვალისწინებით, საჭიროდ მივიჩნიეთ ცალკე სახით, სპეციალური ანგარიში გამოგვეცა“, ნათქვამია სახალხო დამცველის ვებგვერდზე.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)