თბილისი. 30 ნოემბერს, „ჰელფინგ ჰენდის“ ორგანიზებით, შედგა ახალი პროექტისა და მოხალისეთა ონლაინ-პლატფორმის - www.helpinghand.ge-ს პრეზენტაცია.
„შეხვედრის მიზანი იყო: პანდემიის პირობებში ონლაინ-მოხალისეობის შესაძლებლობების განხილვა და განახლებული პლატფორმის ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სამოქალაქო განათლების მასწავლებლები და ონლაინ-მოხალისეობით დაინტერესებული მოქალაქეები. პლატფორმის პრეზენტაციის შემდეგ შედგა დისკუსია ონლაინ-მოხალისეობის პერსპექტივებისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)