en
ge

სახალხო დამცველი არასამთავრობოებს შეხვდა

აჭარა. 19 აპრილს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. სადაც სახალხო დამცველმა მესამე სექტორის წარმომადგენლებს წლიური ანგარიში გააცნო. ყურადღება გამახვილდა ყველა იმ საკითხზე, რომელიც დოკუმენტშია ასახული, მათ შორის პენიტენციალურ სისტემაში პატიმრების მდგომარეობაზე, არჩევნების წინა პერიოდზე, სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე, ეკომიგრანტთა და დევნილთა პრობლემებზე. ანგარიშის წარდგენის შემდეგ, შეხვედრა კითხვა–პასუხის ფორმატში გაგრძელდა და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ კითხვები დაესვათ სახალხო დამცველისთვის.




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)