თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის აქვეყნებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დედების ისტორიის მეორე ნაწილს.
„პირველი ტრავმა მშობიარობა იყო. 2007 წელს ვიმშობიარე. იდეალური ორსულობით, 6 თვემდე ვმუშაობდი. სასწრაფოს ექიმი ვიყავი. აყვანილი ექიმით, იდეალური, სწრაფი მშობიარობით მე-4 სამშობიაროში ვიმშობიარე. 2.900კგ გაჩნდა ახალშობილი. ექიმს ეჩქარებოდა და მისი დაუდევრობით მოწყვიტა მომყოლი და ატყდა ატომური სისხლდენა. 2 ლიტრი სისხლი დავკარგე. ჰემორაგიული შოკით გამიყვანეს საოპერაციოში და საშვილოსნო ამომიღეს. პირველი კლინიკური სიკვდილი საოპერაციო მაგიდაზე მქონდა. გარდა ამისა, კანის ღრმა შრეში ჩამიტოვეს კანის საკერავი ნემსი, რაც ცალკე საოპერაციო გახდა 9 თვის შემდეგ“, ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი.
წყარო: phr.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)