en
ge

2008 წლის აგვისტოს ომის დაზარალებულთა დასახმარებლად მხარდამჭერი მანდატის განხორციელება დაიწყო

2008 წლის აგვისტოს ომის დაზარალებულთა დასახმარებლად მხარდამჭერი მანდატის განხორციელება დაიწყო

თბილისი. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიცია მიესალმება ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ნდობის ფონდის დირექტორატის გადაწყვეტილებას, 2008 წლის აგვისტოს ომის დაზარალებულთა დასახმარებლად საქართველოში მხარდამჭერი მანდატის განხორციელება დაიწყოს.

„ნდობის ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამა განკუთვნილია 2008 წლის ომის დაზარალებულებისთვის, რომლებიც დევნილთა დასახლებებში და გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობენ. პროგრამა მოიცავს რამდენიმე სახის დახმარებას, მათ შორის, სამედიცინო მკურნალობას, ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას და მატერიალურ მხარდაჭერას საარსებო მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. აღნიშნული პროგრამა ამ ეტაპზე 3 წლის განმავლობაში განხორციელდება. ნდობის ფონდის განმარტებით, პროგრამის შესახებ დამატებითი დეტალური ინფორმაცია საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და აგვისტოს ომის დროს დაზარალებულებთან შემდგომი კონსულტაციების შემდეგ გამოქვეყნდება“, ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)