თბილისი. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების წარდგენას კანონი ავალდებულებს.
„ასევე, კანონი მოითხოვს, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოებმა გამოაქვეყნონ, მინიმუმ მათივე ოფიციალურ ვებ-გვერდზე, მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს წევრების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშები, შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში;
მოქალაქეების ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში აძლიერებს ქვეყანას.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი ახორცილებს პროექტს ადგილობრივ თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. პროექტის მხარდამჭერია ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში“, ნათვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)