თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ღია მონაცემების სახელმძღვანელოს საჯარო მოხელეებისთვის.
„ღია მონაცემები ხელს უწყობს სამოქალაქო მონიტორინგის მექანიზმების განვითარებას, აუმჯობესებს საზოგადოებრივ კეთილდღეობას და სახელმწიფო რესურსების ეფექტურ გამოყენებას. გზამკვლევის მიზანია საჯარო მოხელეებს მიაწოდოს პრაქტიკული ინფორმაცია მონაცემების მოპოვების, დამუშავების, ანალიზის, გამოქვეყნებისა და შენახვის შესახებ. ამ მიმართულებით მათი კვალიფიკაციის ამაღლება დაეხმარება საჯარო დაწესებულებებს, გაუმკლავდნენ მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და ეფექტურად გამოიყენონ არსებული რესურსები“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)