en
ge

სოფლად სიღარიბის დაძლევის მოდელები

თბილისი.სასოფლო–სამეურნეო კულტურათა ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდოლოგიით დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ გაეცნონ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ გამოცემულ ნაშრომს – „სოფლად სიღარიბის დაძლევის მოდელები". ნაშრომი ეფუძნება ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ პროექტებში გამოყენებულ სქემებს და მოდელებს, რომელთა მეშვეობითაც უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ფერმერების ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ასევე ნაშრომი მოიცავს ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული სხვადასხვა მოდელის ფართო მასშტაბით დანერგვის კონკრეტულ წინადადებებს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინსტიტუტი აღნიშნული მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ჯერ კიდევ 2005 წლიდან დაიწყო სიღარიბის დაძლევისა და დასაქმების ხელშეწყობის (როგორც ქალაქად, ისე სოფლად) პროექტებზე მუშაობა. OXFAM GB-ის მიერ დაფინანსებულ ხუთწლიან ინტენსიურ პროგრამაზე, რომლის მთავარი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობით დაკავებული უკიდურეს სიღარიბეში მაცხოვრებელი მოსახლეობის საარსებო პირობების გაუმჯობესება და დასაქმებულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა იყო. პროგრამა განხორციელდა მაღალმთიანი აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში. მოგვიანებით, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით განხორციელდა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა სასოფლო–სამეურნეო კულტურათა ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდოლოგიით წარმოების სწავლა–დემონსტრირებას მაღალმთიან აჭარაში. მიღწეულ შედეგებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა ერთიანი ტექნოლოგიურ–ადმინისტრაციული მოდელი. რომელიც ორიენტირებულია სოფლის მეურნეობის წარმოებისას გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებისა და სასოფლო–სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის გაზრდაზე. ნაშრომი სწორედ ამ გამოცდილებას ასახავს.
სოფლად სიღარიბის დაძლევის მოდელები

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)