თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” სამოქალაქო საბჭოების წევრებმა ახალციხესა და ადიგენში 40-ზე მეტი ინფრასტრუქტული პრობლემა/საჭიროება გამოავლინეს.
„სოფლების დიდ ნაწილში პრობლემურია შიდა საუბნო გზების, სანიაღვრე არხების არსებული მდგომარეობა, გარეგანათებისა და სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების გაუმართაობა, ახალციხესთან დამაკავშირებელ გზაზე კლდოვანი მასიდან ქვათა ცვენა და ა.შ. ქალაქის ნაწილში კი ქვეითთა გადასასვლელები და ტროტუარებია გასაახლებელი, ზოგან კი მოსაწყობი; დასანიშნია მუნიციპალური ტრანსპორტი ქალაქის რამდენიმე უბანში, ბევრგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელია დასამონტაჟებელი“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)