თბილისი. კელი დეგნანი - ამერიკის ელჩი საქართველოში საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს არჩევნების პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის.
„საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისკენ მიმართული თქვენი ძალისხმევა ხელს შეუწყობს ისეთი საარჩევნო პროცესის ჩამოყალიბებას, რომელიც ნდობით ისარგებლებს ქართველ ამომრჩევლებს შორის. გულითად მადლობას გიხდით ამ რთული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმიანობის ასეთი თავდადებით და პროფესიონალიზმით განხორციელებისთვის“, წერს ელჩი.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)