თბილისი. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ეხმიანება 2020 წლის პირველ დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დადგენილების პროექტს, რომელმაც საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი უნდა მოაწესრიგოს.
ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ შემოთავაზებული წესი ფორმალურად ვერ უზრუნველყოფს ღია და გამჭვირვალე პროცესის ჩატარებას, ასევე მნიშვნელოვნად შეზღუდავს საბჭოს წევრებს აქტიურად იყვნენ ჩართულები გასაუბრების პროცესში და კანდიდატს დაუსვან შეკითხვები საკუთარი მიხედულებისამებრ.
„ვთვლით, რომ სასამართლო სისტემაში ყველანაირ რეგულაციურ ცვლილებებს კოსმეტიკური ხასიათი აქვთ და თვისობრივად ვერ ცვლიან სისტემაში არსებულ მდგომარეობას“.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)