თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 7 დეკემბერს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გაავრცელა განცხადება და მაუწყებლებს მოუწოდა, ეთერში არ განათავსონ უხამსობის შემცველი პროგრამები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოიყენებს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
„მიგვაჩნია, რომ კომისია მოქალაქეთა უფლებების დაცვის საფარველს ამოფარებული, ცდილობს მაუწყებლების რეგულირებას, რომლის უფლებამოსილებაც მას კანონით არ გააჩნია. კომისია განცხადებაში აღნიშნავს, რომ უხამსობის შემცველ პროგრამაზე შესაძლებელია სასამართლოს კონტროლის განხორციელება და რადგანაც მისი გადაწყვეტილება გადის სასამართლოს კონტროლს, მას ასევე აქვს ასეთი პროგრამის შინაარსობრივი რეგულირების უფლებამოსილება. კომისიის აღნიშნული მსჯელობა არ გამომდინარეობს არც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონიდან და არც საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებიდან, რომლითაც დაიშვა სასამართლოს კონტროლი უხამსობის შემცველ პროგრამაზე“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)