თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ქამრან მამედლის სტატიას: საჯარო სამსახურში დასაქმება - ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული პოლიტიკის ლაკმუსის ტესტი.
„ქვეყანაში არსებული დეკლარაციული თანასწორობის მიუხედავად, არადომინანტური ჯგუფების სისტემური გარიყულობა და სტრუქტურული ჩაგვრა ყველაზე შიშვლად საჯარო სამსახურში დასაქმების კუთხით ვლინდება. ხაზგასასმელია, რომ ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, სამინისტროები, სააგენტოები, თუ სსიპ-ები მკვეთრი მონოეთნიკურობით გამოირჩევიან. ხოლო ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებული არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელების ხვედრითი წილი მცირეა შესაბამის თვითმმართველობებში მცხოვრები მოსახლეობის პროცენტულ მაჩვენებელთან შედარებით“, ნათქვამია სტატიაში.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)