თბილისი. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა წარმოგიდგენთ ანგარიშს, რომლის მიზანია 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის მხრივ არსებული პრობლემებისა და გამოწვევების მოკლე მიმოხილვა.
„დოკუმენტში განხილულია როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებთან, ასევე - კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული საკითხები.
ქვეყანაში როგორც კონკრეტული კონსტიტუციური უფლებების, ასევე - კანონის უზენაესობის დაცვის ხარისხის ინდიკატორს უპირველესად ინდივიდუალური საქმეები და მოვლენები წარმოადგენს, რომლებშიც ჩანს ხელისუფლების, ერთი მხრივ, ნება და, მეორე მხრივ, უნარი, შეასრულოს კონსტიტუციით ნაკისრი ვალდებულებები. დოკუმენტის დიდი ნაწილი სწორედ ინდივიდუალური საქმეების/მოვლენების მიმოხილვას ეთმობა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gdi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)