თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს კვლევის ანგარიშს: შრომითი ურთიერთობები და სოციალური დაცვა პანდემიის დროს.
„საქართველოს მოსახლეობა უკიდურესად მოუმზადებელი შეხვდა პანდემიის მიერ გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს. პანდემიის პირობებში სახელმწიფო პოლიტიკა და ინსტიტუტები მზად არ იყო დაზარალებული ადამიანებისა და ოჯახებისთვის სისტემური სოციალური მხარდაჭერის აღმოსაჩენად. სახელმწიფო დონეზე შემუშავებული ანტიკრიზისული სოციალური პოლიტიკა კი, საკმარისი არ იყო საგრძნობლად შემცირებული შემოსავლით თუ უშემოსავლოდ დარჩენილი ადამიანებისთვის სოციალური უსაფრთხოება უზრუნველეყო“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)