en
ge

კოალიცია ეხმიანება ნიკა გვარამიას განცხადებას მუქარის შესახებ

კოალიცია ეხმიანება ნიკა გვარამიას განცხადებას მუქარის შესახებ

თბილისი. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები ეხმიანებიან „მთავარი არხის“ დირექტორის და დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებას, „რომ მას დაჭერით და ქონების ჩამორთმევით დაემუქრნენ“.

„ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით საფუძვლიანი ეჭვი, რომ კრიტიკული მოსაზრებების გამო ნიკა გვარამიას მიმართ სისტემატურად ხდება სხვადასხვა სახის ზეწოლა მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან.

ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მედიის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების მუდმივი კრიტიკის ფონზე, ვშიშობთ, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის მიზანია „მთავარი არხის“ სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება. ეს პროცესი უარყოფითად აისახება „მთავარი არხის“ გუნდზე და ჟურნალისტების სამუშაო გარემოზე.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები გამოვხატავთ მხარდაჭერას ნიკა გვარამიასა და „მთავარი არხის“ მიმართ. მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, პოლიტიკურ დღის წესრიგში დააყენონ ჟურნალისტთა უსაფრთხოებისა და მედიის თავისუფლების საკითხები, დაიცვან „მთავარი არხის“ დირექტორი და დამფუძნებელი აშკარა საფრთხეებისა და პოლიტიკური დევნისაგან“, ნათქვამია განცხადებაში.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)