შიდა ქართლი. 20 აპრილს საზოგადოება „ბილიკმა" სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში რეგიონული ახალგაზრდულ ფორუმი მოაწყო, რომელშიც შიდა ქართლის ოთხივე რაიონის საჯარო სკოლებიდან ასამდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
ფორუმის მიზანი იყო ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობით იმ საჭიროებების გამოვლენა, რომლებიც აქტუალურია შიდა ქართლის მოსწავლეების, სკოლებისა თუ ადგილობრივი საზოგადოებისთვის, რომელთა მოგვარებაც სამოქალაქო კლუბების ძალისხმევით და სამთავრობო, არასამთავრობო თუ ბიზნეს სექტორის ჩართულობითაა შესაძლებელი.
სფეროები, რომლის მიხედვითაც მოზარდებმა ფასილიტატორების დახმარებით საპროექტო იდეები შეიმუშავეს წინასწარი კვლევის საფუძველზე გამოვლინდა და ესენი იყო – ინფრასტრუქტურა; ბავშვთა უფლებები; სპორტი, ცხოვრების ჯანსაღი წესი; ადგილობრივ თემთან, ბიზნესთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა; გარემოს დაცვა და უსაფრთხოება. ღონისძიებას მოსწავლეებისა და პედაგოგების გარდა ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში