თბილისი. საერთასორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს კვლევის ანგარიშს: ვიწრო სპეციალიზაციების ფორმა საერთო სასამართლოების სისტემაში.
„თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოებში დავის ყველა სფერო ვიწროდ სპეციალიზებულია. ოფიციალური განმარტებით, ვიწრო სპეციალიზაციები მოსამართლეებს დროის მენეჯმენტსა და საქმეთა ადმინისტრირებაში ეხმარება. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში სპეციალიზაცია დაუსაბუთებლად იქმნება. ამასთან, სპეციალიზაციის შექმნით, სხვა პრობლემებთან ერთად, იზრდება საქმეთა განაწილებაზე მანიპულირების რისკები“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)