თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საქართველოს პარლამენტის წევრი - მიხეილ სარჯველაძის მიერ ინიცირებულ „ამნისტიის შესახებ“, კანონის პროექტზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს მოსაზრებები წარუდგინა.
„წლების მანძილზე მკაცრი ნარკოპოლიტიკის პირობებში, ამნისტიის აქტი დადებითად აისახება ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირთა რეაბილიტაცია/რესოციალიზაციაზე. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა დროულად დაიწყოს მუშაობა ნარკოპოლიტიკის მიმართულებით სისტემურ ცვლილებაზე, ასევე მოაწესრიგოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული ნორმები“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)