თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იცავდა 2020 წლის იანვარში სოციალური მომსახურების სააგენტოდან უკანონოდ გათავისუფლებული სოციალური მუშაკის უფლებებს.
„სოციალური მუშაკი სამსახურიდან რეორგანიზაციის საბაბით დაუსაბუთებლად გათავისუფლდა. გათავისუფლების ბრძანება გასაჩივრდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. დავის მიმდინარეობისას, სოციალურ მუშაკსა და სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შორის შედგა მორიგება. სოციალური მუშაკი უკონკურსოდ, უვადოდ დასაქმდა სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში და აუნაზღაურდა 4 თვის იძულებითი განაცდური“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)