თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო თვლის, რომ საარჩევნო და პოლიტიკური პარტიების კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.
„მიგვაჩნია, რომ პარტიების დაფინანსების წესის წარმოდგენილი ცვლილების ძირითადი ნაწილი ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მიერ პარტიების დაფინანსების ევროპულ სტანდარტებს და არალეგიტიმური საფუძვლით მძიმე დარტყმას მიაყენებს ოპოზიციური პარტიების ფინანსურ მდგომარეობას, რაც უარყოფითად აისახება პოლიტიკურ პლურალიზმზე და კონკურენტულ პოლიტიკურ გარემოზე. ამასთანავე, არაუფლებამოსილი პირის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისთვის საარჩევნო სუბიექტისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება არაპროპორციულად მძიმე სანქციაა და ატარებს მისი პოლიტიკური მიზნებით გამოყენების დიდ საფრთხეს“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)