თბილისი. სახალხო დამცველმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ფილიალში ქალი ექსპერტის არარსებობა ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ დისკრიმინაციად მიიჩნია.
„ომბუდსმენის შეფასებით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლის თუნდაც არაპირდაპირ იძულება, შეამოწმოს სხვა სქესის ექსპერტმა, არის გენდერულად არამგრძნობიარე მიდგომა და გასათვალისწინებელია, რომ სექსუალური ძალადობა გამოვლილი ქალების უმრავლესობისათვის არ იქნება სასურველი. სწორედ ტრავმულ გამოცდილებაზე საუბრობდა განმცხადებელი თავის წერილობით ახსნა-განმარტებაში და ხაზს უსვამდა მისი ემოციური მდგომარეობის სიმძიმეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მოუწოდა სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს: დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტში ქალი ექსპერტებიც დაასაქმოს; მომავალში, საქმიანობის წარმართვისას, გაითვალისწინოს ექსპერტიზის მიმღებ პირთა განსხვავებული საჭიროებები“, ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)