თბილისი. 28 დეკემბერს, ომბუდსმენმა ასაკს მიღწეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით მიმართა.
„რეკომენდაციით დისკრიმინაციულად არის შეფასებული „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის №279 დადგენილების ის ჩანაწერი, რომლითაც აკრძალულია ერთი მხრივ, შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე სოციალური პაკეტის და, მეორე მხრივ, ასაკობრივი პენსიის ერთდროულად მიღების შესაძლებლობა და მხოლოდ ერთ-ერთი მათგანით სარგებლობის საშუალებას იძლევა“.
სახალხო დამცველმა საქართველოს პრემიერ მინისტრს მიმართა რეკომენდაციით, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის საპენსიო ასაკის მიღწევა ყველა შემთხვევაში არ გამორიცხავდეს შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე სოციალური პაკეტის და ასაკობრივი პენსიის თანადროულად მიღების შესაძლებლობას.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)