იმერეთი. 23 აპრილს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის ორგანიზება გაუკეთდა სადიკუსიო კლუბის შეხვედრას თემაზე „ეკოლოგია და გარემოსდაცვა". დისკუსიის მუშაობას უძღვებოდა იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის" წარმომადგენელი, ეკოლოგი ელენე გამყრელიძე. ექსპერტმა ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: გარემოს ბუნებრივი და ანთროპოგენური დაბინძურება, ატმოსფეროს დაბინძურება, საწარმოო ობიექტებიდან გამონაბოლქვი მავნე აირები, პესტიციდების და სასუქების გადაჭარბებული მოხმარება და მისი უარყოფითი გავლენა ცოცხალ ორგანიზმებზე, კერძოდ ადამიანებზე, ტყის მასივების გაჩეხვა და ნარჩენების არაეფექტური მართვა.
მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. მათ ასევე საშუალება ჰქონდათ ენახათ ფილმი „ოზი - ოზონი", რომელიც ეხება ოზონის გარსის დაშლას. დისკუსია ორგანიზებული იყო „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის" (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში