თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება სოფელ ბუკნარში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებას და სახელმწიფოს კონფლიქტის დეესკალაციისკენ და ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვისკენ მიმართული ქმედითი ნაბიჯების გადაგმისკენ მოუწოდებს.
„აღნიშნული კონფლიქტების ანალიზი აჩვენებს, რომ არც ერთ შემთხვევაზე სახელმწიფოს სათანადო სამართლებრივი რეაგირება არ მოუხდენია, რაც მთლიანობაში დაუსჯელობის წახალისებას და ნორმალიზებას იწვევდა. უფრო მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში თავად პოლიცია უშუალოდ მონაწილეობდა ადგილობრივი მუსლიმი თემების წინააღმდეგ ორგანიზებულ მასშტაბურ ძალადობრივ ღონისძიებებში“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)