თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) დადებითად აფასებს პარლამენტის მიერ მიმდინარე წლის 11 იანვარს „ამნისტიის შესახებ“ კანონის მიღებას და იზიარებს ჰუმანურობის აქტის მნიშვნელობასა და საჭიროებას შექმნილ ვითარებაში.
ამავდროულად, ორგანიზაცია პრობლემურად აფასებს კანონპროექტის განხილვების პროცესში სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობისთვის არასაკმარის პირობებს და მოუწოდებს როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ ამნისტირებულ პირებს შესთავაზოს ადეკვატური დასაქმების და სოციო-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამები მათი სრულყოფილი რესოციალიზაციის მიზნით.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)