en
ge

არასამთავრობოების პასუხი თბილისის მერიას

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო", „უსაფრთხო სივრცე" და „მწვანე ალტერნატივა" ეხმაურებიან განცხადებას, რომელიც თბილისის მერიამ 18 აპრილს გააკეთა ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული განცხადების საპასუხოდ. განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის მერიის პასუხი დამატებით კითხვებს წარმოშობს ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის საქმიანობის შესახებ. „გვსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ მიზანშეწონილია ქალაქის მთავრობისა და საკრებულოს მიერ შესაბამისი საქალაქო სამსახურების ხელძღვანელთა თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა. არსებული მდგომარეობიდან და ბოლო წლების პრაქტიკიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის დღევანდელ ხელმძღვანელობას არ შესწევს ქალაქის წინაშე მდგომი პრობლემების გადაჭრის უნარი, ხოლო მისი ზოგიერთი ნაბიჯი პირდაპირ აყენებს ზიანს ქალაქის გარემოს. ამდენად, ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია ხსენებული პრობლემების ცალკე განხილვა სამსახურის დღევანდელ ხელმძღვანელობასთან".
სრულად 
თბილისის მერიის პასუხი 
წყარო: transparency.ge, new.tbilisi.gov.ge 



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)