აჭარა. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო სამოქალაქო საბჭოების მიერ 2019 წელს აჭარაში გამოვლენილ პრობლემებსა და მათ მოსაგვარებლად გაწეული მუშაობის შედეგებს აქვეყნებს.
შედეგების მიხედვით, - აჭარაში გამოვლენილი 43 პრობლემიდან 25 მოგვარებულია ან მომზადებულია საპროექტო წინადადებები. აჭარის მაღალმთიანი დასახლებებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: შიდა გზების დაგება, მნიშვნელობისაა სოფლებში სასმელი და სარწყავი წყლების სისტემების მოწესრიგება, სკოლების ინფრასტრუქტურისგან განსხვავებით, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია სრულად არის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების კომპეტენცია, შესაბამისად, მწირი რესურსების გათვალისწინებით, ბევრ საბავშვო ბაღში ვერ ხერხდება სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება და ა.შ.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)