თბილისი. ევროპის საბჭოს რეგიონული პროექტის, „ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ინსტიტუციონალური ჩარჩოების გაძლიერება“, ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში დასაქმებული პირებისათვის შეიმუშავა საჯარო სახელმძღვანელო გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ.
ორგანიზაციის განცხადებით, სახელმძღვანელო შედგება ოთხი თავისგან და მოიცავს საჯარო სამსახურსა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან დაკავშირებულ ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებს როგორიცაა: ეთიკის ნორმების დაცვა და ანგარიშვალდებულება, კორუფციის რისკები, გამჭვირვალობა და მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თემატიკის განმარტების მიზნით სახელმძღვანელოში მრავლად არის გამოყენებული ქართული პრაქტიკული მაგალითები. ამავდროულად, დაინტერესებული მკითხველისთვის თითოეული ქვეთავის განხილვისას მოცემულია მარეგულირებელი და სარეკომენდაციო საერთაშორისო დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რაც თითოეულ საკითხთან დაკავშირებით იძლევა დამატებითი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)