თბილისი. COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქციანაციის ირგვლივ გავრცელებულ დეზინფორმაციას, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ვრცელ სტატიას უძღვნის.
„ვაქცინაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს. ის, რომ ჩვენ ისეთი დაავადებების შესახებ, როგორიცაა ყვავილი, ისტორიის წიგნებიდან და არა ახალი ამბებიდან ვიგებთ, სწორედ ვაქცინების დამსახურებაა, რომლებმაც ეს დაავადებები სრულად აღმოფხვრეს. თუმცა, პანდემიის დაწყებისთანავე გაჩნდა დიდი რაოდენობით დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიები ვაქცინების შესახებ. „ვაქცინაციის შიში“ უკვე დიდი ხანია არსებობს საინფორმაციო სივრცეში, რომელსაც წარმატებით იყენებენ სხვადასხვა წარმომავლობის დეზინფორმაციის გამავრცელებლები“, - ვკითხულობთ სტატიაში, - „ისევე, როგორც ვაქცინებს შეუძლიათ ვირუსების, მათ შორის COVID-19-ის, წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავება, ჩვენც შეგვიძლია შევიქმნათ იმუნიტეტი დეზინფორმაციის წინააღმდეგ“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)