საქართველო. კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრმა „ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი -2021” -ზე მუშაობა დაიწყო.
ინდექსი დღეს უკვე კარგად ცნობილი და ქვეყანაში აღიარებული ინსტრუმენტია, რომელიც სწავლობს და აფასებს საქართველოს მუნიციპალური ხელისუფლების გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხს.
მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, გაზაფხულზე დაიწყება ყველა თვითმმართველი ორგანოს შეფასება; შეფასების შედეგებზე დაყრდნობით 2021 წლის მუნიციპალიტეტების ღიაობის და ანგარიშვალდებულების ეროვნული ანგარიში მომზადდება და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება სექტემბერში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)