26 აპრილს 15:00 საათზე ახალციხეში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით გამართავს დისკუსიას საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს საკითხებზე.
შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ ისეთ საკითხებს როგორიცაა: მოხალისეობის საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენა და დისკუსია მოხალისეობის საკითხებზე; საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაბეგვრის თავისებურებები – გამოწვევები და პერსპექტივები.
ასევე ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის გაიმართება საზოგადოებრივი ორგანიზაციების ვებ პორტალის – www.csogeorgia.org პრეზენტაცია.
მისამართი: ახალციხე, რუსთაველის 26, დემოკრატ მესხთა კავშირის ოფისი