თბილისი. სახალხო დამცველის რეკომენდაციით, სამხარაულის ეროვნული ბიუროს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტებში ქალ ექსპერტებს დაასაქმებენ.
„სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სამხარაულის ეროვნული ბიუროს მზადყოფნას - შეასრულოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის თანასწორი და ღირსეული გარემოს შექმნის მიზნით, რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტებში ქალი ექსპერტები დაასაქმოს. ასევე, თბილისის და რეგიონული ოფისების თანამშრომლებისთვის ჩაატაროს ტრენინგები სექსუალური ძალადობის მსხვერპლებთან სათანადო კომუნიკაციის ფსიქოლოგიური ასპექტების შესახებ“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)