2021 წლის 26 იანვარს 12:00 საათზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მესამე ციკლის ფარგლებში გაეროს წევრი ქვეყნები ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას შეაფასებენ. წევრი სახელმწიფოები ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საქართველოს რეკომენდაციებს გაუზიარებენ. მოსმენა პირდაპირ ეთერში გადაიცემა - http://webtv.un.org/
გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მესამე ციკლის ფარგლებში ქვეყანაში არსებული ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესაფასებლად საქართველოში მოქმედი 11 არასამთავრობო ორგანიზაცია/კოალიცია ჩაერთო. სამოქალაქო სექტორმა მიმოიხილა არსებული გამოწვევები ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და რეკომენდაციებით მიმართა საერთაშორიო პარტნიორებსა და დიპლომატიურ კორპუსს, გაეროს წევრი ქვეყნების მიერ უნივერსალურ პერიოდულ მიმოხილვაში რეკომენდაციების ასახვის მიზნით.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)