იმერეთი. „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა
თავისუფალი პროფკავშირის" ორგანიზებით, 24 აპრილს, სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის ტრენინგი
გაიმართა. იგი საერთაშორისო
პროექტის ფარგლებში – „მასწავლებელი ადამიანის უფლებების დაცვის კულტურის
ამაღლებისთვის" – ჩატარდა.
„საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა
თავისუფალი პროფკავშირის" წარმოადგენლის თქმით, პროექტი მთელი საქართველოს
მასშტაბით ხორციელდება.
„თემატიკა შეეხება სამოქალაქო განათლების
მნიშვნელობას სკოლებში. ყურადრებას გავამახვილებთ სწავლების იმ მეთოდებზე,
რომლებიც აქტიურად უნდა გამოიყენოს სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, რათა
ბავშვებმა მიიღონ არა მარტო პრაქტიკული ცოდნა, ასევე შეძლონ მონაწილეობა მიიღონ
ქვეყნის მართვაში."- განაცხადა სამოქალაქო განათლების ექსპერტმა მადონა ცინცაძემ.
აღნიშნული პროექტი საერთაშორისო პროექტს
წარმოადგენს და საქართველოს გარდა ოთხ ქვეყანაში ხორციელდება.