თბილისი. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით, მემარჯვენე რადიკალური ჯგუფების მედია გაშუქების საკითხზე, 3 დოკუმენტური მასალის გარშემო, საჯარო ონლიან დისკუსია გაიმართა. დისკუსიაზე განხილული იქნა: Deutsche Welle-ს 2019 წლის დოკუმენტური ფილმი “მემარჯვენე პოპულისტები და ევროკავშირი”, BBC-ის მოკლე დოკუმენტურ ფილმი “Georgia’s rave revolution”, რადიო თავისუფლების მოკლე მედია სიუჟეტი “უნდა გვეშინოდეს, თუ არა თანამედროვე ფაშიზმის”.
დისკუსიის მთავარი შეკითხვა შეეხებოდა იმას, თუ რამდენად შეუძლიათ ჟურნალისტებს შეინარჩუნონ ობიექტურობა მემარჯვენე რადიკალური ჯგუფების ნარატივებზე სიუჟეტების მომზადებისას და ზოგადად მათი გაშუქებისას. ასევე, თუ სად გადის ზღვარი მიუკერძოებელ მედია გაშუქებასა და რადიკალი მემარჯვენე ნარატივების წახალისებას შორის.
ღონისძიება გაიმართა საჯარო დისკუსიების სერიის, „ანტილიბერალური ტენდენციების ანალიზი საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი ღია საზოაგდოების (OSGF) დაფინანსებული პროექტით და მისი მიზანია საქართველოში მემარჯვენე რადიკალიზაციის გამომწვევი ფაქტორების გამოვლენა.
წყარო: osgf.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)