თბილისი. კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მორიგ განცხადებას ავრცელებს „კომუნიკაციების კომისიის მიერ უხამსობის რეგულირების მიზნით წამოწყებულ აქტივობებთან“ დაკავშირებით და მიჩნევს, რომ კომისია კანონის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
„კატეგორიულად მიუღებელია კომისიის მცდელობა, შეითავსოს თვითრეგულირების ორგანოს ფუნქცია და ჩაერიოს მაუწყებლის შინაარსში, ვინაიდან მას ამის უფლებამოსილება არ გააჩნია. ასეთი ფაქტის დაშვებით სახეზე იქნება მედიის შინაარსობრივი კონტროლი, რაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრესი ფორმაა. საქართველოს კანონმდებლობასა და კონსტიტუციასთან შეუსაბამო პრაქტიკის დამკვიდრება წარმოადგენს ცენზურის პირდაპირ საფრთხეს“, - აცხადებს კოალიცია.
წყარო: gyla.ge/ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)