თბილისი. პანდემიის შედეგად განათლებასთან, ჯანდაცვასა და სხვა სფეროებთან დაკავშირებული სერვისების ნაწილი ონლაინ ფორმატში გადავიდა. შედეგად, პერსონალურ მონაცემთა დიდი რაოდენობა ციფრულ სივრცეში აღმოჩნდა, ხოლო მოქალაქეთა პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ასეთია საინფორმაციო კამპანიის მთავარი შეტყობინება, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის ინიციატივით პერსონალურ მონაცემთა დაცვის დღის აღსანიშნავად მიმდინარეობს.
ერთკვირიანი კამპანია, რომელიც 22 იანვარს დაიწყო და 28 იანვარს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის დღეს დასრულდა, ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის (OHCHR) ხელშეწყობით განხორციელდა.
წყარო: eeas.europa.eu
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)