თბილისი. პერსონალური მონაცემების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ინფორმაციის თავისუფლების განვიტარების ინსტიტუტი აქვეყნებს სტატიას, რომელიც, ელექტრონული მმართველობის პირობებში, საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვას შეეხება.
„ელექტრონული მმართველობის განვითარების პარალელურად, განსაკუთრებით აქტუალური გახდა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხი. თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფართო გამოყენება ახალი რისკებისა და საფრთხეების წინაშე აყენებს მოქალაქეებს“, - ვკითხულობთ სტატიაში, - „საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასა და დაცვასთან დაკავშირებული საკითხები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით რეგულირდება. ამ კანონის მიზანია, პერსონალური მონაცემების დამუშავებისას, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა“.
წყარო: წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)