აჭარა. საზოგადოებრივი ორგანიზაციები ეხმიანებიან „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს“ წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ფაქტს და მიიჩნევენ, რომ ბრძანება შეიცავს სავარაუდო დისკრიმინაციის ნიშნებს და მიმართულია საბჭოს სხვა წევრების დაშინებისკენ, რათა მომავალში თავი შეიკავონ კრიტიკული მოსაზრებების დაფიქსირებისგან.
„სააგენტოს დირექტორის ბრძანების თანახმად, შოთა გუჯაბიძის სტატუსი, სააგენტოს პოლიტიკის მიმართ მისი განსხვავებული, კრიტიკული მოსაზრებების გამო შეუწყვიტეს, რაც სააგენტოს “მიზანმიმართულ დისკრედიტაციად” შეაფასა სააგენტოს დირექტორმა“, - აღნიშნულია განცხადებაში, - „28 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სააგენტოს დირექტორმა, ზაურ ახვლედიანმა, შოთა გუჯაბიძის კრიტიკული მოსაზრებების გამო, ისე, რომ არც კი მოუსმენია მისი მოსაზრებები, საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყვიტა, რაც შეიცავს სავარაუდოდ დისკრიმინაციის ნიშნებს. იგი ემსახურება შოთა გუჯაბიძის დასჯას სააგენტოს უკანონო გადაწყვეტილებების მიმართ კრიტიკული მოსაზრებები გამო“. შოთა გუჯაბიძის ინტერესებს საია იცავს.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)