თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების მიერ დასმულ შეკითხვებს ეხმაურება. შეკითხვები შეეხება 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების შესახებ, მათ შორის უბნების 8%-ზე გამოვლენილი დისბალანსების თაობაზე.
„სამართლიანი არჩევნების“ მმართველი რგოლის ცვლილების შემდეგ, საზოგადოებაში გაჩენილ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხების გასაცემად, ორგანიზაციის თანამშრომლებისა და გამგეობის წევრების მიერ, გადაწყდა შემაჯამებელ ოქმებში გამოვლენილი ხარვეზების ხელახალი, სიღრმისეული შესწავლა. ამ მიზნით, ორგანიზაციის სათაო და რეგიონული ოფისების წარმომადგენლებმა, იანვრის პირველ ნახევარში, გადაამოწმეს ხმების პარალელური დათვლის შერჩევაში შესული ყველა საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი და თანდართული დოკუმენტები (850 უბანი), მათ შორის 25 სპეციალური, ე.წ. COVID-უბნისა და პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილი სამი საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმები“ - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, „- გადამოწმების ფარგლებში “სამართლიანმა არჩევნებმა” გამოავლინა ის შემაჯამებელი ოქმები, რომლებშიც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების და ბათილად მიჩნეული ბიულეტენების ჯამი მეტი, ტოლი ან ნაკლები იყო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე. გადამოწმების პროცესში გაანალიზდა თანდართული დოკუმენტაციაც (შესწორების ოქმები, ახსნა-განმარტებები და განკარგულებები), აგრეთვე, „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეადარა დამკვირვებლებისთვის უბნის დახურვისას გადაცემული შემაჯამებელი ოქმების დამოწმებული ასლები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ გვერდზე ატვირთული შემაჯამებელი ოქმები“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)