თბილისი. თუ გაინტერესებთ რა არის მოხალისეობა და როგორია დროის ბანკის უცხოური და ქართული გამოცდილება; ასევე, თუ გსურთ იცოდეთ დროის ბანკის წარმატებული ისტორიების შესახებ და გაიგოთ რამდენად მზად ხართ მოხალისეობრივი სამუშაოსთვის, პუბლიკაცია: „დროის ბანკი: საკითხავი ახალ მოხალისეობაზე“ თქვენთვისაა.
პუბლიკაცია შექმნილია პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).
წყარო: Timerepublik Georgia-ს გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)