თბილისი. ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) განათლების სამინისტროს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მოითხოვა სამინისტროს მიერ ეფექტური გეგმის შემუშავება და აღსრულება, რათა შშმ და სსსმ ბავშვების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და განათლების უფლება დაცული იყოს 15 თებერვალს სკოლებში დაბრუნებისას.
„შშმ და სსსმ მოსწავლეები დგანან გაზრდილი საფრთხის წინაშე დაირღვეს მათი სიცოცხლის, ჯანმრთელობის, განათლების და უსაფრთხოების უფლება 2021 წლის 15 თებერვალს სკოლებში არაორგანიზებული და საფრთხის შემცველი დაბრუნების გამო. მიგვაჩნია, რომ განათლების სამინისტროს უმოქმედობა შეუძლებელია შეივსოს მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით. ამ ეტაპზე სკოლების არსებული ვითარება კი არ იძლევა მათი მხრიდან პანდემიის ეფექტურად მართვის შესაძლებლობას განსხვავებული ფინანსური და ადამიანური რესურსების გამო“.
წყარო: phr.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)