en
ge

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა vs. პერსონალურ მონაცემთა დაცვა

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა vs. პერსონალურ მონაცემთა დაცვა

თბილისი. IDFI–ის ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის 21 იანვრის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისას საჯარო ინტერესის შემცველ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა გამოხატვის თავისუფლებას არღვევს.

„საქმე შეეხებოდა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის - ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ სახელმწიფო ქონების შეძენასთან დაკავშირებული ინფორმაციის უკრაინელი ჟურნალისტისათვის გაცემას. დავის საგანს ასევე წარმოადგენდა საკონსტიტუციო სასამართლოს უარი, განმცხადებლისათვის მიეწოდებინა პარლამენტის წევრთა საკონსტიტუციო სარჩელის ასლი, რომლითაც 2012 წელს უკრაინაში მიღებული ენის პოლიტიკის შესახებ კანონი გასაჩივრდა.

სასამართლოს უნდა ემსჯელა განმცხადებლისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე საჯარო ორგანოების უარი წარმოადგენდა თუ არა გამოხატვის თავისუფლებაში არამართლზომიერ ჩარევას. სასამართლომ ერთხმად დაადგინა გამოხატვის თავისუფლების დარღვევა. საქმეზე ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესის - პერსონალური ინფორმაციის დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას შორის სამართლიანი ბალანსი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ დადგინდა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)