თბილისი. საერთასორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ წინა მოწვევის პარლმენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის მე-10 მოწვევის პარლამენტის მიერ განხილვა მიზანშეუწონლად მიიჩნია.
„კომიტეტის ეს გადაწყვეტილება მიუთითებს მმართველი პარტიის მხრიდან პოლიტიკური ნების არარსებობაზე, გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქვეყნის ანტიკორუფციული კანონმდებლობისა და პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, ასევე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების მიმართულებით.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გააგრძელოს მუშაობა აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის მიღებაც ხელს შეუწყობს საქართველოში კორუფციის მხრივ არსებული პრობლემების გადაჭრას და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყანაში ქმედითი ანტიკორუფციული სისტემის ჩამოყალიბებისკენ“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)