იმერეთი. საქართველოს ახალგაზრდა
ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის
წარმომადგენლობამ ქუთაისის მოსახლეობის მუნიციპალური
სერვისებით კმაყოფილების ხარისხი შეისწავლა.
კვლევის შდეგების პრეზენტაცია
25 აპრილს,
ქუთაისში, დემოკრატიული
ჩართულობის ცენტრში გაიმართა. კვლევის
ფარგლებში 800 მოქალაქე
გამოიკითხა. კვლევამ
აჩვენა, რომ მოქალაქეთა
ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის
საქმიანობაში დაბალია და ათი
თვის განმავლობაში პოზიტიური
დამოკიდებულება თვითმმართველომის მიმართ
11%-ითაა შემცირებული. გამოკითხულთა
მიერ მთავარ პრიორიტეტად
ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება
დასახელდა (50%).
კვლევა ორ ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპი 2012 წლის ივლისში, ხოლო მეორე ეტაპი 2013 წლის აპრილის თვეში ჩატარდა.
შეხვედრას ადგილობრივი თითმმართველობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კვლევა
პროექტ – „ჩაერთე შენი ქალაქის
მართვაში" – ფარგლებში ჩატარდა.