თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ცნობით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნომ ანტიკორუფციული სტრატეგიის განახლებასა და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე მუშაობა დაიწყო.
ორგანიზაცია იმედს გამოთქვამს, რომ ანტიკორუფციულ სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიაზე მუშაობა პროდუქტიულად წარიმართება, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული რეალური პროგრესისთვის საჭირო ამბიციური ვალდებულებები და სტრატეგიული დოკუმენტები დროულად დამტკიცდება.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)