en
ge

ორდღიანი სემინარი – „ქალთა გაძლიერება სოციალური განვითარებისთვის“

კახეთი.„კონსტიტუციის 42-ე მუხლმა", 24 და 25 აპრილს, სიღნაღში პროექტის – „ ქალთა გაძლიერება სოციალური განვითარებისათვის" – ფარგლებში გამართა ორდღიანი სემინარი. პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ქალბატონები, რომელთაც შეუძლიათ საკუთარ რაიონებში, ქალთა უფლებების რეალიზაციის პროცესში გარკვეული წვლილის შეტანა. ორგანიზაციის ექსპერტების მიერ ჩატარებული სემინარი მიეძღვნა სოფლად მცხოვრები ქალების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ცოდნის ამაღლებას, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერებასა და დემოკრატიული პროცესების სტიმულირებას. პროექტის მონაწილეებს „კონსტიტუციის 42-ე მუხლის” წარმომადგენლებმა მიაწოდეს ინფორმაცია იმ უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ, რომელიც აღიარებული და დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო აქტებით. დღის ბოლოს, ორგანიზაციის იურისტები იურიდიულ კონსულტაციები გაუწიეს როგორც სემინარების მონაწილეებს, ასევე რაიონის მოსახლების დაინტერესებულ ნაწილს. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით და მოიცავს საქართველოს 31 რაიონსა და სოფელში ანალოგიური შეხვედრების ორგანიზებას და ჩატარებას.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)